Saturday, April 14, 2012

მოსწავლეებში წიგნიერების უნარის განვითარება


1.პროექტის  სახელწოდება: 
,, მოსწავლეებში   წიგნიერების  უნარის   განვითარება“.
2.პროექტის  მთავარი  იდეა: აღმოაჩინონ, რომ     წიგნის  კითხვა აუცილებელია   მათი  განვითარებისათვის,  რადგან   ზოგიერთ   ინფორმაციას  მხოლოდ  წიგნებიდან   ვიღებთ.
3.პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეები   დაუბრუნდნენ   წიგნებს, არ  დაკმაყოფილდნენ   კომპიუტერით   მოძიებული  მზა  მასალით.
4.პროექტის მიზნები: შევიმუშაოთ  ისეთი   სტრატეგია,  რომელიც  აღძრავს  მათში  წიგნის  კითხვის  სურვილს.
5.მონაწილეთა  ასაკი:    V–IX   კლასის  მოსწავლეები.
6.ვადები/ ხანდრძლივობა:  ერთი  თვე.
7.მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეები   დაიწყებენ   წიგნების   კითვას, მოისმენენ   ერთმანეთის  პრეზენტაციებს  და  გაუზიარებენ  თავიანთ  შეხედულებებს, შექმნიან  ბლოგს.
8.პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  სახელმძღვანელო,  კალამი, რვეული,  ფერადი  ფანქრები, საშლელი,  მუყაოს ქაღალდი, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა:
I ეტაპი: სკოლაში  შევქმნათ  სექცია  ,,მოხალისე  მკითხველები“ ან  ,,როგორ   გადავარჩინოთ  წიგნი  დაობებას“( ან  თვითონ  შეურჩევენ  სახელს). ამისათვის  მასწავლებელი  აწყობს  მოსწავლეებთან  შეხვედრას, შეარჩევს  მათთვის  საინტერესო  ლიტერატურას. სთხოვს  მოცემულ  დროში  წაიკითხონ  აღნიშნული  ნაწარმოები. განიხილონ იგი,  რა მოეწონათ და რა არა. გამოყონ   უარყოფითი  და  დადებითი  მხარეები, გამოთქვან თავიანთი  ვერსიები, მოსაზრებები ( უმჯობესია  ჯერ  შეირჩეს მცირე ზომის  ნაწარმოები, რადგან  დიდი  მოცულობის  წიგნმა  მათ  მოტივაცია  არ  დაუკარგოს).

II ეტაპი: დროის  ამოწურვის  შემდეგ მოსწავლეები  იკრიბებიან  და  წარმოადგენენ    შედეგებს  პრეზენტაციის  სახით.
III  ეტაპი: პრეზენტაციის  შემდეგ   გაიმართება  დებატები. მასწავლებელი  აჯამებს   მათ  მუშაობას. მოცემულ  თემასთან  დაკავშირებით  გამოუშვებენ   კედლის  გაზეთს   და  თავიანთ  შედეგებს   განათავსებენ  ბლოგზე.
IV ეტაპი:  ბოლოს,  წარმატების  აღსანიშნავად  შესაძლებელია   ღია  ცის  ქვეშ, კოცონთან  პიკნიკის  მოწყობა.
10.საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: 
ბიოლოგია,  ისტორია ,  ქართული, გეოგრაფია,  ისტ-ი.
11.პროექტის  ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) :  ირმა  ხითარიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmakakachishvili@gmail.com
13.პროექტის  ვებ- გვერდი/ ბლოგი: